გამოცხადდა რიგგარეშე შიდა მობილობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ,,კომპიუტერული მეცნიერება’’ - 20 ვაკანტური ადგილი.
მონაწილეობის უფლება აქვთ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების - „კომპიუტერული მეცნიერება“, „კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)“ და „კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული)“
სტუდენტებს, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის განესაზღვრებათ III-V სემესტრი, მოპოვებული აქვთ მინიმუმ 60 კრედიტი და გავლილი აქვთ კურსები:
- ინგლისური ენა 1,
 - ინგლისური ენა 2,
 - ფიზიკის შესავალი,
 - დაპროგრამების საფუძვლები,
 - კალკულუსი,
 - ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1.
 
განაცხადის მიღების ვადა - 31 ივლისი-2 აგვისტო (იხ. განცხადება);
კონკურსის შედეგები გამოქვეყნება- 5 აგვისტო;
მონაწილეობის მსურველებმა განცხადება გაგზავნეთ ელ-ფოსტაზე - macromol_chemistry_2@tsu.ge